ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს მარცხი მოელის.


საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს მარცხი მოელის.ოცზე მეტმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს მარცხი მოელის. სააგენტოებმა, რომელთა შორის ორგანიზაციები "ქერი", "ოქსფემ ინტერნეშენალი", "სეივ დე ჩილდრენი" და "ვორლდ ვიჟენი"-ც არიან, დღეს გამოაქვეყნეს ერთობლივი განაცხადბა, რომელიც წინ უსწრებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ეგიდით ნიუ იორკში დაგეგმილი მოლაპარაკებების დაწყებას. ჰუმანიტარული სააგენტოები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების წარმმართველი ოთხეული, შეერთებული შტატები, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო იმ მიზნებს ვერ აღწევენ, რომლებიც თითქმის ერთი წლის წინ დაისახეს. ერთ-ერთ ასეთ მიზანს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მოსახლე პალესტინელების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ჰუმანიტარული სააგენტოების პრესმდივნის ჯულიეტ სიბოლდის თქმით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე იზრდება უკანონო ებრაული დასახლებების რიცხვიც და ღაზას სექტორის ბლოკადა რიგით პალესტინელთა ყოველდღიურ ცხოვრებას ძალზე ართულებს. ჰუმანიტარული სააგენტოები ოთხეულს ისრაელსა და პალესტინელებზე უფრო ქმედითი ზეწოლის განხორციელებისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG