ჯონ მაქეინმა დღეს ნიუ იორკში განაცხადა, რომ ამერიკის ფინანსურ კრიზის სერიოზული შედეგები და დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც ამერიკის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. მან დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს შუღლის დავიწყება, კონგრესს კი სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა.
მაქეინმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის 700ს მილიარდიანი გეგმა ეკონომიკური კრიზისის ხელშესაწყობად სავარაუდოდ კონგრესში ვერ დამტკიცდება პირველადი ფორმით. მან გეგმის ცვლილების მოსაზრება გამოთქვა--მათ შორის ისეთი მექანიზმების ჩამოყალიბება, რომელიც ამერიკელ გადამხდელებს დაეხმარება ფინანსურად.
ცოტა ხნის წინ ამერიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა ბარაკ ობამამ და ჯონ მაქეინმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს ეკონომიკური დახმარების შესახებ, რომელიც ბუშის ადმინისტრაციამ წარმოადგინა.
ამ განცხადებაში, საპრეზიდენტო კანდიდატები ამ ეკონომიკურ ზომას მცდარს უწოდებენ, თუმცა ბატონები ობამა და მაქეინი აღნიშნავენ, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ეკონომიკური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.