ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში ლიტვის პრეზიდენტმა მწვავედ გააკროტიკა რუსეთი


პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა განაცხადა, რომ ლიტვა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დღესაც ცდილობენ გააბათილონ კრემლის მიერ საბჭოთა კავშირის ისტორიის რევიზიონიზმი. მისივე თქმით, ამის ნათელი მაგალითია იმის მტკიცება თითქოს საბჭოთა კავშირს არასოდეს მოუხდენია ბალტიისპირეთის ქვეყნების ოკუპაცია და მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში უკრაინაში შიმშილობა არ იყო უკრაინელი ხალხის გენოციდი. ადამკუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერო პასიურად არ უნდა უყურებდეს იმას თუ როგორ ითელება ფეხქვეშ საერთაშორისო კანონიერება. მან გაეროს ბრალად დასდო ის, რომ არავითარი რეაქცია არ მოახდინა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, რადგანაც რუსეთი ვეტოს უფლების მქონე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შაბათს გამოდის სიტყვით.

XS
SM
MD
LG