ევროპის
სააქციო ბირჟების მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სავალალო მდგომარეობაშია. შეერთებული
შტატების მთავრობის მიერ ქვეყნის საფინანსო ინდუსტრიის დასახმარებლად შვიდასი
მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის გეგმამ ჯერ-ჯერობით გლობალურად
ინვესტორებზე ვერ იმოქმედა. დღეს შუადღისას ევროპის ბაზრებზე ვაჭრობა ნელი ტემპით
მიმდინარეობდა. აზიის სააქციო ბირჟები კი დაბალი მაჩვენებლით დაიხურა. შეერთებული
შტატების ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ქვეყნის კონგრესმა კრიზისის
მოსაგვარებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას. პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია იმაში, რომ რესპუბლიკელებიცა და
დემოკრატებიც შეთანხმებულად მიიღებენ იმ კანონს, რომელიც საფინანსო სტაბილურობის
აღსადგენად შვიდასი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ამერიკის კონგრესის
წევრები გადამხდელთა უფლებების დაცვასა და დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხის
განაწილების გეგმის მეთვალყურეობის დაწესებას მოითხოვენ.