ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში თალიბებმა ას ორმოცზე მეტი მუშა გაიტაცეს


ავღანეთიდან მიღებული ოფიუციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ფარას პროვინციაში თალიბებმა ას ორმოცზე მეტი მუშა გაიტაცეს.

ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დასავლეთში მდებარე ფარას პროვინციაში თალიბებმა ას ორმოცზე მეტი მუშა გაიტაცეს. მუშები არმიის ბაზის მშენებლობაზე იყვნენ დაკავებულები. გატაცება მაშინ განხორციელდა, როდესაც მუშები ავტობუსებით მიემგზავრებოდნენ მშენებლობაზე. პროვინციის გუბერნატორმა როჰულ ამინმა განაცხადა, რომ ადგილობრივ ტომთა ლიდერები გამტაცებლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ დროს კი ავღანეთში მოქმედი ნატოს კონტინგენტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხრეთში მომხდარი გზისპირა აფეთქების შედეგად, ავტომობილში მსხდომი ექვსი სამოქალაქო პირი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ამ ტერაქტში ოთხი ადამიანი დაიჭრა. პოლიცია აფეთქების მოწყობაში თალიბებს ადანაშაულებს.

XS
SM
MD
LG