ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონკონგში სამი წლის გოგონას თირკმელში კენჭი აღმოუჩინეს


ჰონ კონგის ხელისუფლების განცხადებით სამი წლის გოგონას თირკმელში კენჭი აღმოუჩინეს მას შემდეგ რაც ის 15 თვის მანძილზე ქიმიური ნივთიერება მელამინის შემცველ რძეს სვავდა.

ამ ნივთიერების შემცველი რძე იმდენად დაბინძურებული აღმოჩნდა რომ 4 მცირეწლოვანის სიკვდილი გამოიწვია. სულ მთელ ჩინეთში მელამინიანი რძისგან 6200 ბავშვი დაავადდა. ჰონ კონგში ეს პირველი შემთხვევაა.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა ვენ ჟიბაომ განაცხადა რომ ხელისუფლება ამ საქმეს გულდასმით გამოიძიებს და საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებზე მკაცრ კონტროლს დააწესებს.

XS
SM
MD
LG