ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სლოვენიაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.


სლოვენიაში დღეს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მოელიან, რომ ბრძოლა კონსერვატიულ სლოვენიის დემოკრატიულ პარტიასა და მემარცხენე ცენტრისტული სოციალ დემოკრატებს შორის საკმაოდ დაძაბული იქნება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სლოვენიის დემოკრატიული პარტის წევრს იანეჟ იანსას პოსტისთვის სოციალ დემოკრატების ლიდერი ბორუტ პაჰორი ებრძვის. წინასწარი მონაცემებით, თვითოეულმა პარტიამ ოცდასამიდან ოცდაცხრა პროცენტამდე ხმათა რაოდენობა დააგროვა. აქედან გამომდინარე კოალციციური მთავრობის შექმნა თითქმის გარდაუვალია. ბატონ იანსას კორუფციაში ბრალდება აქვს წაყენებული. პოლიტიკას მან გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მოჰკიდა ხელი, მას შემდეგ, რაც კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ მოლოაშქრე ჟურნალისტის სახელი დაიმკვიდრა.

XS
SM
MD
LG