ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები მთავრობა ბაზრის სტაბილურობის აღსადგენად შვიდას მილიარდ დოლარს გამოყოფს


შეერთებული შტატების საფინანსო უწყების თავკაცმა განაცხადა, რომ ქვეყნის სავალალო მდგომარეობაში მყოფი საფინანსო სექტორის დასახმარებლად მთავრობა შვიდას მილიარდ დოლარს გამოყოფს.


შეერთებული შტატების საფინანსო უწყების თავკაცმა ჰენრი პოლსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის სავალალო მდგომარეობაში მყოფი საფინანსო სექტორის დასახმარებლად და ბაზრის სტაბილურობის აღსადგენად მთავრობა შვიდას მილიარდ დოლარს გამოყოფს. ხაზინის მდივანმა აღნიშნა, რომ დახმარება აგრეთვე იმ უცხოურ ბანკებსაც გაეწევათ, რომლებიც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე საქმიანობენ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. კონგრესის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დემოკრატმა სენატორმა ჩარლზ შუმერმა დახმარების გამოყოფა აგრეთვე იმ სახლების კერძო მესაკუთრეებისთვისაც მოითხოვა, რომლებსაც კრიზისის გამო იპოთეკური ვალების დაფარვა უძნელდებათ.

XS
SM
MD
LG