ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში მომხმარებელზე გაყიდული რძის ფხვნილი ქიმიური ნივთიერებით იყო დაბინძურებული



ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ, სხვანაირად კაბინეტმა, მოწამლული რძის ფხვნილის მიღების შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარებისთვის ფართემასშტაბიანი ძალისხმევის გატარების მოწოდება გამოთქვა.

ჩინეთის ქსინხუას საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმებმა უსასყიდლოდ უნდა უზრუნველყონ იმ ბავშვების გასინჯვა, ვინც თირკმელების დაზიანება მიიღო რძის მიღების შემდეგ.

ჩინეთის ხარისხის კონტროლის სააგენტომ გუშინ განაცხადა, რომ მომხმარებლზე გაყიდული რძის ფხვნილის 10 პროცენტი ქიმიური ნივთიერებით იყო დაბინძურებული.

ბოლო ინფორმაციით რძის ფხვნილის მიღების შედეგად ჩინეთში ოთხი ჩვილი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG