ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნულმა კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტს ტაბო მბეკის გადადგომისკენ მოუწოდა


სამხრეთ აფრიკის მმართველმა პარტიამ აფრიკის ეროვნულმა კონგრესმა ქვეყნის პრეზიდენტს ტაბო მბეკის გადადგომისკენ მოუწოდა.
როგორც ამ პარტიის გენერალურმა მდივანმა გვედე მანთაშემ იოჰანესბურგში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პრეზიდენტს აპრილში უთავდებოდა ვადა, მაგრამ პარტიამ გადაწყვიტა ის უფრო ადრე გამოეწვია ამ პოსტიდან. გენერალური მდივნის თქმით პრეზიდენტი დათანხმდა გადადგეს თანამდებობიდან. პარტიის ლიდერები ეჭვობენ რომ ტაბო მბეკი აფრიკის ეროვნული კონგრესის ლიდერის ჯაკობ ზუმასთან დკავშირებულ კორუფციულ სკანდალში იყო გახვეული.

XS
SM
MD
LG