ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი აზიფ ალი ზარდარი პაკისტანის პარლამენტის წინაშე გამოვიდა



პაკისტანის ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა რომ არავის მისცემს უფლებას ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ქვეყნის ტერიტორიულ მთლაინობას შეუქმნას საფრთხე.
პრეზიდენტი აზიფ ალი ზარდარი პაკისტანის პარლამენტის წინაშე გამოვიდა ამ სიტყვით. პაკისტანში სულ უფრო ძლიერდება უკმაყოფილება შეერთებული შტატების სამხედრო აქციების გამო რომელიც პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში გამაგრებული მოჯახედების წინააღმდეგ რაკეტულ იარაღს იყენებს.
ბატონი ზარდარის განცხადებით პაკისტანი არც ტერორისტებს მისცემს ამ ქვეყნის ტერიტორიის გამოყენების უფლებას უცხო სახელმწიფოთა წინააღდეგ ბრძოლის წარმოებისათვის. პაკისტანის ახალი მთავრობა ოპოზიციურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დიალოგის წარმოების მომხრეა და ძალის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეგმავს.

XS
SM
MD
LG