ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში აქციების ყიდვა-გაყიდვის პროცესი შეჩერებულია.


რუსეთის მთავრობამ ადგილობრივი საფინანსო ბაზრის სტაბილიზაციის მცდელობით, დამატებით კიდევ ოცი მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. უკვე მეორე დღეა, რაც რუსეთში აქციების ყიდვა გაყიდვის პროცესი შეჩერებულია. რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა ქვეყნის საფინანსო უწყებების და წამყვანი კერძო ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. თუმცა რუსეთში ეკონომიკური ვარდნა ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღინიშნება. რუსეთის აქციების ფასმა დამატებით კიდევ ექვსი მთელი ერთი მეათედი პროცენტით დაიწია. პირველი ივლისის შემდეგ პერიოდში აქციების ფასი უკვე ორმოცდათექვსმეტი პროცენტით დაეცა. ექსპერტების თქმით ინვესტორებმა რუსეთ საქართველოს ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზრიდან ოცდათხუთმეტ მილიარდზე მეტი დოლარი გაიტანეს.


XS
SM
MD
LG