ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები ჯონ მაქეინი და ბარაკ ობამა დღეს სამ შტატში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას.


ამერიკელი საპრეზიდენტო კანდიდატები ჯონ მაქეინი და ბარაკ ობამა დღეს სამ შტატში ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას.

მათი გამოსვლების მთავარი თემა ამეირკაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იქნება.


ჯონ მაქეინი, მის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატ სარა პალინთან ერთად ოჰაიოსა და მიჩიგანში წარსდგება ამომრჩევლის წინაშე. ბარაკ ობამა კი ნევადას შტატში გამოვა სიტყვით.

გუშინ, ოჰაიოს შტატში გამოსვლისას, ჯონ მაქეინმა ბარაკ ობამას შეუტია ჰოლივუდში მდიდრულ საღამოზე დასწრებისთვის, რომელსაც ასევე ესწრებოდა სახელგანთქმული მომღერალი ბარბარა სტრაიზანდი.

ამ საღამოდან მიღებული შემოწირულობებით< ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიას 9 მილიონ დოლარამდე მოიპოვა.

გუშინვე, კოლორადოს შტატში, ბარაკ ობამამ ჯონ მაქეინი გააკრიტიკა იმ მოწოდებებისთვის, რომელთა საფუძველზე უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისის გადასაწყვეტად. ობამამ ისაუბრა იმაზე, რომ უკვე ცნობილია, თუ როგორ განვითარდა ფინანსური კრიზისი და რომ ახლა ქვეყანას ისეთი მთავრობა სჭIრდება, რომელიც პრობლემას გადაწყვეტს.

XS
SM
MD
LG