საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ნატოს დელეგაციის ჩასვლას საქართველოში. როგორც მან აღნიშნა მათი თბილისში ჩამოსვლა იმის დემონსტრირებაა, რომ საქართველო მარტო არ დგას ამ ძნელბედობის ჟამს. სიტყვით გამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი. მან განაცხადა, რომ მოსკოვმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა საქართველოს ტერიტორიაზე შჭრის დროს. მისივე თქმით მოსკოვი უნდა დაემორჩილოს ევვრო-კავშირის შეთანხმებას საქართველოს საკითხზე. როგორც სხეფერმა აღნიშნა, ნატო კვლავაც აგრძელებს ურთიერთთანამშრომლობას საქართველოსთან. ამ ფონზერუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის მხრივ ნებისმიერი სანქციების დაწესება წარუმატებლად დამთავრდება. დღეს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციები თვით დასავლეთს მიაყენებს ზიანს. მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო დაყოვნდება მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. მედვედევის განცხადება ემთხვევა ნატოს თავმჯდომარის იაპ დე ჰოოფ სხეფერისა და ალიანსის 26-ი წევრი ქვეყნის ელჩთა თბილისში ჩასვლას, სადაც ნატოს ჩრდილო-ატლანტიკური სხდომა მიმდინარეობს.