ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

   ზიმბაბვეში ხელისუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი


ზიმბაბვეს პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ და ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ ხელისუფლების განაწილების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ზიმბაბვეს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას.

ამ შეთანხმების მიხედვით პრეზიდენტი მუგაბე შეინარჩუნებს თავის თანამდებობას, მორგან ცვანგირაი კი ზიმბაბვეს პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს.

ოპოზიციის ლიდერმა ზიმბაბვეს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთ თანამშრომლობისკენ მოუწოდა ქვეყნის გაერთიანების საქმეში.

ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ 84 წლის მუგაბემ მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები.

ევროკავშირი მიესალმა ზიმბავეში ძალაუფლების გადანაწილების შესახებ მიღწეულ ამ გარიგებას. თუმცა ამ ორგანიზაციის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ხავიერ სოლანამ აღნიშნა რომ ზიმბაბვეს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ ნაადრევია ლაპარაკი.

XS
SM
MD
LG