ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარა პალინი საქართველოს უჭერს მხარს


რესპუბლიკელმა ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატმა სარა პალინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ქვეყნის რიგით მეორე პირის მოვალეობები იკისროს და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის ფუნქციებიც აიღოს თავის თავზე.

ტელეკომპანია ეი ბი სისთვის მიცემულ ინტერვიუში პალინმა განაცხადა, რომ იგი დიდხანას არც დაფიქრებულა როცა ჯონ მაქეინმა მას ეს პოსტი შესთავაზა. მისი განცხადებით, მას აქვს სრული რწმენა რომ ნამდვილად მზად არის ამ პოსტისთვის.

შეგახსენებთ, რომ ეს პალინის ყველაზე ყოვლისმომცველი ინტერვიუ იყო ტელევიზიისთვის, მას შემდეგ რაც იგი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა.

მთლიანობაში, ინტერვიუ ეროვნული უშიშროების საკითხებზე იყო აქცენტირებული.

კითხვაზე-აქვს თუ არა ამერიკას უფლება ტერორისტებს დაარტყას პაკისტანის მთავრობის უკითხავად, პალინმა განაცხადა, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ისლამისტი ექსტრემისტების შესაკავებლად.

სარა პალინმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების კუთხით და ხაზი გაუსვა საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერის საჭიროებას რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხის პირობებში. თუმცა მან აქვე დასძინა, რომ საქართველოს მხარდაჭერამ არ უნდა მიგვიყვანოს ახალ ცივ ომამდე.

პალინმა რუსეთის მოქმედებებს საქართველოში მიუღებელი უწოდა და აქვე აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები არ იყო პროვოცირებული თბილისის მიერ. კითხვაზე -წავა თუ არა ამერიკა ომზე რუზეთთან, თუ მოსკოვი საქართველოში შეიჭრება, პალინმა განაცხადა:

"შესაძლებელია. მე ვგულისხმობ იმას, რომ თუ ნატოს ერთ წევრზე სხვა სახელმწიფო მიიტანს იერიშს, შენ როგორც ალიანსის ქვეყანას დახმარება მოგეთხოვება."

კითხვაზე თუ რა რეაქცია ექნება ამერიკას იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანს იერიშის, სარა პალინმა განაცხდა, რომ ამერიკამ არ უნდა იმარჩიელოს იმაზე თუ რას გააკეთებს ისრაელი საკუთარი უსაფრთხოების მიზნით.

XS
SM
MD
LG