შეერთებული შტატების მაღალი რანგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს გამო რუსეთ ამერიკის ურთიერთობა დაძაბულ სტადიაში შევიდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა ქვეყნის კონგრესს განუცხადა, რომ აცხადებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ უნდა შეცვალოს საკითხისადმი დამოკიდებულება და რომ მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საზღვრების სეცვლის უფლება. მისი თქმით, საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა ამერიკის ინტერესებში შედის. ამერიკამ საქართველოს დახმარება უნდა აღმოუჩინოს ეკონომიკურ, სუვერენიტეტის აღდგენისა და კანონიერი სამხედრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სფეროებში. აღნიშნა ბატონმა ფრიდმა. ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კანონმდებლებს განუცხადა, რომ თავდაცვის უწყება მიმდინარე კვირას საქართველოში სამუშაო ჯგუფს აგზავნის. ჯგუფმა ის უნდა დაადგინოს, თუ რა სახის დახმარების აღმოჩენა ესაჭიროება საქართველოს სამხედრო ძალებს.