ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების ვადა განისაზღვრა


ირანში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვის ვადა განისაზღვრა. სამთავრობო მედია აცხადებს, რომ ქვეყნის მეურვეთა უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით არჩევნები მომავალი წლის თორმეტ ივნისს ჩატარდება. პრეზიდენტ აჰმადინეჟადს, რომელიც ამ პოსტზე 2005 წელს აირჩიეს, არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წარდგენის უფლება აქვს. აიატოლა ალი ხამენეიმ შემაჯამებელი სიტყვა წარმოსთქვა, რომლის დროსაც შეაქო მაჰმუდ აჰმადინეჟადი ბირთვული სამუშაოების არ შეჩერებისა და დასავლურ შეთავაზებებზე უარის თქმის გამო. თუმცა საბჭოს წევრმა ზოგმა კონსერვატიულმა ფიგურამ საკმაოდ გააკრიტიკა პრეზიდენტი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებისა და ინფლაციის ზრდის გამო.

XS
SM
MD
LG