ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ მინისტრის იუსაფ რეზა გილანის ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის პრემიერ მინისტრის იუსაფ რეზა გილანის ავტოკოლონას ისლამაბადში გადაადგილებისას ცეცხლი გაუხსნეს.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა კამალ შაჰმა განაცხადა, რომ საბედნიეროდ ავტომანქანაში არ იმყოფებოდა პრემიერ მინისტრი.
ავტოკოლონა აეროპორტისკენ მიემართებოდა პრემიერ მინისტრის წამოსაყვანად, რომელიც მეზობელი ქალაქ ლაჰორიდან ბრუნდებოდა.
პრემიერ მინისტრის პრეს მდივანმა განაცხადა, რომ მანქანას ორი ტყვია მოხვდა და პრემიერ მინისტრის მანქანის შუშები ჩაამსხვრია.
ინციდენტზე არავის პასუხისმგებლობა უკისრია.
სროლას ადგილი ჰქონდა მაშინ, როცა პაკისტანში შაბათს იგეგმება საპრეზიდენტო არჩევნები. გილანი ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს პარტიის წევრია. ბჰუტოს ქვრივი-ასიფ ალი ზარდარი კი სამიდან ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატია.

XS
SM
MD
LG