ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელჩის კურტ ვოლკერის ინტერვიუ გაზეთ “ფაინანშლ თაიმსში”


შეერთებული შტატების ელჩი ნატოში აცხადებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან გამომდინარე, სამხედრო ბლოკი მზად უნდა იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნების დასაცავად. ელჩის კურტ ვოლკერის ინტერვიუ გაზეთ "ფაინანშლ თაიმსში" გამოქვეყნდა. ბატონი ვოლკერის თქმით ნატომ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ მზადაა ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის დასაცავად. იგი ამბობს, რომ საქართველოზე განხორციელებული რუსული თავდასხმის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სიმშვიდე დაკარგეს. ბატონი ვოლკერის თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, როგორც ნატოს ალიანსის სრულუფლებიან წევრებს, მათზე თავდასხმის შემთხვევაში დაცვის გარანტიები უნდა მიეცეთ. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ნატო არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით უნდა შემოიფარგლოს, არამედ სამხედრო გამოპასუხებაზეც უნდა იზრუნოს.


XS
SM
MD
LG