ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ეყთოს ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ


ეუთოს საგარეო საქმეთა კომისარის ხავიერ სოლანას განცხადებით ეს ორგანიზაცია საქართველოში დამკვირვებელთა ჯგუფის გაგზავნას გეგმავს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გააკონტროლებენ.

ხავიერ სოლანა იმედოვნებს რომ ამ გეგმას ეუთო უახლოეს კვირაში დაამტკიცებს.

დღეს ეუთოს ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ საერთო პოზიციის შემუშავების მიზნით.

ეუთოს წევრები საქართველოს უჭერენ მხარს და გმობენ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა, რომელიც ამჟამად ეუთოს თავმჯდომარეობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ გააკეთა განცხადება, თუმცა მალე გამორიცხა ამგვარი შესაძლებლობა. ლონდონელი პოლიტიკური მიმომხილველის ბობო ლოუს განცხადებით:" ევროპელებმა დაუფარავად უნდა განაცხადონ რომ თუ რუსეთი გააგრძელებს ამგვარ მოქმედებას მაშინ ის სრულ იზოლაციაში მოექცევა, მაგრამ ამავე დროს თუ მან შეიცვალა პოზიცია ეუთო ყოველთვის დაინტერესებული იქნება კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან."

როგორც უცხოელი ექსპერტები აცხადებენ ნაკლებ მოსალოდნელია რომ ეუთომ ეკონომიკური სანქციები დააწესოს რუსეთის წინააღმდეგ რადგან ევროპა რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული.

ბრიტანეთი რუსეთთან პარტნიორული მოლაპარაკებების შეჩერების წინადადებით გამოდის მაშინ როდესაც საფრანგეთი და გერმანია კრმლთან დიალოგის გაგრძელებას უჭერს მხარს. ამავე პოზიციას იზიარებს იტალიაც.

ამსასობაში თბილისში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო დემონსტრაციაზე რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების გამო.


XS
SM
MD
LG