1 სექტემბერს ევროკავშირი საგანგებო სესიას გამართავს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული მოქმედებებისა და ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების განსახილველად. ბლოკის ლიდერები საქართველოს სავარაუდოდ ეკონომიკურ დახმარებასა და მხარდაჭერას შესთავაზებენ. თუმცა ლიდერები ალბათ თავს შეიკავებენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა დღეს ევროკავშირს მოუწოდა გადახედოს ურთიერთობებს რუსეთთან.
დღესვე, რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა იმედი გამოთქვა რომ ევროპელი ლიდერები არ შეასუსტებენ კონტაქტებს რუსეთთან და რომ მოსკოვის მოქმედებების საქართველოში აბსოლუტურად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.