ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკა ტყეშელაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი სტამბოლში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ალი ბაბაჯანს შეხვდა.

ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთმა საქართველოს მძიმე დღეებში დახმარების ხელი გაუწოდა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერაც აღუთქვა მას.

ამისთვის, ქართველები მადლიერები არიან თურქეთის მთავრობისა.

მინისტრმა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის ექსპანსიონისტური ზრახვები და აგრესია სხვა ქვეყნებსაც შეიძლება დაემუქროს რეგიონში და რომ რუსეთის აგრესია მთელს ევროპას უქმნის საფრთხეს.


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი ბაბაჯანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა განიხილა რეგიონალური სტაბილობისა და თანამშრომლობის ინიციატივა 5 სახელმწიფოს შორის-რუსეთს, თურქეთს, საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

თუმცა, ამაზე საპასუხოდ ქალბატონმა ტყეშელაშვილმა განაცხადა რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს სხვა ქვეყნების ჩართვა და მონაწილეობა სურს პროცესებში.



XS
SM
MD
LG