ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრომის დღე ამერიკაში


ყოველი წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს , შრომის დღეს, ამერიკა პატივს მიაგებს ყველა იმ მშრომელის წვლილს, რომელიც მათ ამ ქვეყნის გაძლიერებასა და კეთილდღეობაში შეიტანეს. დასავლეთში თითოეული ადამიანის შრომა ფასდება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან.”თუ გინახავს თავის საქმის ოსტატი კაცი? ის მეფეთა წინაშე დადგება და არ დადგება ბნელი ხალხის წინაშე” ნათქვამია იგავნი სოლომონისანში.თავი29, მუხლი24 .

დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქ ნიუ-იორკში დაიწყო ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში. პროფკავშირების ძალისხმევით ტარდებოდა აღლუმები, დემონასტრაციები და მასობრივი გამოსვლები, რათა შრომის კანონში შეეტანათ ცვლილებები 8 საათიანი სამუშაო დღის დაკანონების შესახებ.

მალე გამოსვლები აშშ-ს სხვა შტატებსაც მოედო, და 1894 წელს კონგრესმა ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

წლების განმავლობაში, აშშ-ში პროფესიულ კავშირში გაწევრიანებულ ადამინთა რიცხვმა ნელ-ნელა იკლო. ამჟამად ეს დღესასწაული უმეტეს შემთხვევაში ასოცირდება სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებებთან, პიკნიკებთან და უქმე დღესთან რომელსაც ამერიკელები ოჯახისა და მეგობრების წრეში ატარებენ.

ზოგ შემთხვევაში ადგილი აქვს აღლუმების ჩატარებასაც, განსაკუთრებით კი როდესაც არჩევნების წელია.ბევრისთვის კი ეს დღე უბრალოდ სასწავლო წლის დასაწყისია.

თავისთავად მუშაობა აშშ-ში დროთა განმავლობაში შეიცვალა, ამერიკელთა უმრავლესობა ოფისებსა და მომსახურეობის სფეროში არჩევს მუშაობას ვიდრე მუშებად ქარხნებსა და ფაბრიკებში.

ის რომ დღეს ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ერთგვარად წარმოადგენს მშრომელთა მიერ იმ სოციალური და ეკონომიკური მიღწევების აღიარებას, რომელსაც დღეს ადგილი აქვს ამერიკაში.

XS
SM
MD
LG