ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი მზად არის ყოველგვარი ურთიერთობა შესწყვიტოს ნატოსთან


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა რომ კრემლი მზად არის ყოველგვარი ურთიერთობა შესწყვიტოს ნატოსთან. მედვედევმა ეს განცხადება დღეს გააკეთა. როგორც მან თქვა ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტისა რთული იქნება ორივე მხარისათვის. მისივე განცხადებით რომელიც მან ქალაქ სოჭში გააკეთა რუსეთი ამას გადაიტანს. მედვედევის განცხადებას წინ უძღოდა რუსეთის შეტყობინება ნატოსადმი იმის თაობაზე რომ იგი სწყვეტს სამხედრო თანამშრომლობას ამ ალიანსთან.

მედვედევმა ნატოს წევრ სახელმწიფოებს ბრალად დასდო მოსკოვთან ურთიერთობის დაძაბვის პროვოცირება. მან აღნიშნა რომ ნატო ფართოვდება და რომ მისი ბაზები ყოველი მხრიდან გარს აკრავს რუსეთს. რუსეთის ლიდერები მუდმივად აკრიტიკებენ საქართველოსა და უკრაინას მათი სურვილის გამო ნატოს წევრები გახდნენ. კრემლის ხელმძღვანელობა. აკრიტიკებს აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის გაშლის გამო.

XS
SM
MD
LG