ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი და ქართული კონფლიქტური ზონები


დღეს მთელი დღის განმავლობაში რუსეთის დუმა განიხილავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხს. ყველაფერი ისე ვითარდება, რომ დუმა კენჭისსყრის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას ქართული კონფლქიტური ზონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამის შემდეგ ჯერი დგება რუსეთის მთავრობაზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. რა იქნება ამის შემდეგ, რა ბერკეტები რჩება საქართველოს და ასევე დასავლეთს, იმისათვის რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს და მოვლენები სხვა მიმართულებით განავითაროს. ამ კითხვით ჩვენ მივმართეთ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს.

პაატა ზაქარეიშვილი – აშკარაა, რომ სამი მოულოდნელი რამ მოხდა, საქართველომ განახორციელა შეტევა სამხრეთ ოსეთზე, მოულოდნელი იყო რუსეთის ამგვარი აგრესია და მოულოდნელი იყო დასავლეთის ამგვარი მხარდაჭერა. ამ სამი მოვლენის მძევალი აღმოჩნდა მთელი მსოფლიო. დღევანდელი დუმის განხილვაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ აპირებს უკან დახევას და ცდილობს მსოფლიოს უკარნახოს თავისი თამაშის წესები. ბუნებრვია, ამ შემთხევაში მედვედევი-პუტინი დაიწყებენ ამით შანტაჟს. პარლამენტის გადაწყევტილებას ისინი გამოიყენებენ როგორც შანტაჟის საუკეთესო იარაღს. მეორე ვარიანტია, რომ მთლიანად რუსეთმა აღიაროს – ამ შემთხვევაში ეს ძალიან ცუდია და ეს გაართულებს მდგომარეობას. ის აღარ იქნება ასე ვთქვათ მშვიდობის დამცველი (ფორმალურად), მაგრამ ის როგორც მოკავშირე სახელწიფოში ჩააყენებს არა სამშვიდობოებს, არამედ რუსულ ჯარს და ამ ტერიტორიებზე განალაგებს აქედან გასულ ჯარებს. ამით მოხდება ის, რომ დიპლომატიური პროცესი გაიჭედება. მოსალოდნელია რომ აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს დაახლოებით შვიდმა სახელწიფომ, სირია, ვენესუელა, კუბა და კიდევ შესაძლებელია რამდენიმემ. შემდეგ გაიჭედება დიპლომატიური პროცესი, როგორ კოსოვოს შემთხვევაში მოხდა. ამ დროს იწყება დიპლომატიური ვაჭრობა. ამიტომ, ძალიან საშიშია, რომ ევროპამ მოითხოვოს რუსეთისგან კოსოვოს აღიარება, იმის სანაცვლოდ, რომ მან აღიაროს აფხაზეთი და ოსეთი. ეს ძალიან საშიში პერსპექტივაა. აი, ამ ორი პერსპქტივას ვხედავ ჯერჯერობით.

- მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც აღწერდა საქართველოს სავარაუდო პერსპექტივას, კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG