გაზეთ “ნიუ იორკ თამსის” დღევანდელი სტატია იტყობინება, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ ხელმოწერილი საზავო შეთანხმებისა, მოსკოვს ჯარები არ გაჰყავს საქართველოს ტერიტორიიდან. გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” კონფლიქტისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ უყვება მკითხველს, თუმცა ამის შემდეგ უფრო დეტალურად ახასიათებს კონფლიქტის დაწების მიზეზებს, მისი ჟურნალისტების აზრით.
აქ ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ კრემლი ჯერჯერობით უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე საქართველოს ტერიტორიიდან. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, წერს გაზეთი, შეთანხმება არ კრძალავს სამშვიდობო ჯარების ყოფნას საქართველოში და ასევე იმას, რომ ეს ჯარები იმდენ ხანს დარჩებიან იქ, რამდენიც საჭირო იქნება. აქვე რუსეთის მთავრობა უარს აცხადებს ამ ეტაპზევე განსაზღვროს თუ რას გულისხმობს ეს აუცილებლობა. “ვაშინგტონ პოსტში” გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლოა კონფლიქტის მხარეები შეთანხმების ტერმინოლოგიასაც არ ეთანხმებიან.
“ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის აზრით ქართველი ლიდერები ომს წამოეგნენ რუსული ანტაგონიზმის გამო, თუმცა ამ დროს საქართველოს მოკავშირეები სხვაგვარ რეკომენდაციას აკეთებდნენ.
“ლოს ანჟელეს თაიმსის” დღევანდელ ნომერში საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის განვითარება დეტალურად არის აღწერილი. ბოლო 10 დღის განმავლობაში მოვლენათა განვითარების მიუხედავად, “ლოს ანჯელეს თაიმსი” იტყობინება, რომ რუსეთი ომის დაწყებაზე სულ ცოტა ბოლო სამი წელია ფიქრობდა და რომ ჩანაფიქრს აქტიურად ახორციელებდა ამა წლის აპრილის შემდეგ. “ლოს ანჯელეს თაიმსი”, ამასთან, აცხადებს, რომ საქართველოსაც მიუძღვის თავისი წილი და პასუხისმგებლობა ამ ომისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა თბილისმა გამარჯვების დაიჯერა.
ამ ფონზე, “ნიუ იორკ თაიმსის” სტაიტაში ავტორები სულაც არ გამორიცხავენ იმ შესაძლებლობას, რომ რუსეთის დაუფარავი ამბიციების შემდეგ რაც საქართველოში გამოიხატა, შემდეგი სამიზნე უკრაინა შეიძლება გახდეს.
გაზეთი “ბოსტონ ჰერალდი” იმოწმებს რუსი გენერალის ანატოლი ნეგოვიცინის უკვე ყველასთვის ცნობილ განცხადებას, სადაც იგი პოლონეთს ემუქრება: “იმით რომ პოლონეთი ამერიკას დათანხდა რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე, ამით იგი 100 პროცენტით გახდა რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგი სამიზნე.”
გაზეთი “ბალტიმორ სანი” წერს: “რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში, შიში ჩაუსახა. ისინი დაფიქრდნენ იმაზე, რომ რუსეთი მართლაც არაფრის დიდებით არ შეიკავებს თავს დაპყრობაზე. ამ დროს ეს ქვეყნები დასავლეთთან და ამერიკასთან პარტნიორობის გამყარებას ცდილობენ.
პრაღაში, სადაც მომავალ ოთხშაბათს საბჭოთა ოკუპაციიდან მე40 წლისთავს აღნიშნავენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მარეკ ტოპოლანეკმა გამოთქვა აზრი, , რომ ისტორია მეორდება. ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსული ტანკები სქართველოს ქალაქებში სწორედ 1968 წლის ანექსიის გამეორებაა.