ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ი და პოლონეთი დღეს განაგრძობენ მოლაპარაკებას აშშ-ის რაკეტსაწინაღო სისტემაზე


პოლონეთმა განაცხადა რომ საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი იმის დამამტკიცებელია რომ პოლონეთს ჭირდება მისი უშიშროების დამატებითი გარანტიები. პოლონეთის პრემიერ მინისტრმა დონალდ ტასკმა დარწმუნებით თქვა რომ მოალაპარაკებაში მიღწეული იქნება წინსვლა. მისი განცხადების თანახმად რუსეთს - საქართველოს კონფლიქტი იმის საფუძველი შეიძლება გახდეს რომ ოფიციალური ვაშინგტონი გულდასმით განიხილავს პოლონეთის თხოვნას მუდმივად იქნას განლაგებული ამერიკული რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე.

გასულ თვეს ტასკმა არ მიიღო აშშ-ის შეთავაზება პოლონეთის საზენიტო სისტემის მოდერნიზებაზე იმის სანაცვლოდ რომ მხოლოდ ერთი წლით გაშალონ რაკეტსაწინაღო სისტემა პოლონეთის ტერიტორიაზე. ტასკი ამტკიცებს რომ ნებისმიერი შეთანხმება აშშ-თან ხელს უნდა უწყობდეს პოლონეთის უშიშროების განმტკიცებას, მისი სათავდაცვო სისტემის გაუმჯობესებას და ამერიკული რაკეტების პოლონეთის ტერიტორიაზე პერმანენტულად დატოვებაზე. პოლონეთის პრემიერ მინისტრი რადოსლავ სიკორსკი დღეს ამერიკელ მოთათბირეს ჯონ რუდს ხვდება. შეგახსენებთ რომ აშშ-ს სურს 10 რაკეტის განლაგება პოლონეთის ტერიტორიაზე ისევე როგორც სარადარო სისტემისა ჩეხეთის ტერიტორიაზე. პრაღა დათანხმდა ამ წინადადებაზე.


XS
SM
MD
LG