ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ სასწრაფოდ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე


აშშ-ის სახ-დეპის თანახმად დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა ლიდერებმა დღეს ტელეფონით იმსჯელეს საქართველოში შექმნილ მდგომარეობაზე. მათ რუსეთს მოუწოდეს დაიცვას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა და განაცხადეს მზად არაიან საერთაშორისო საშუამავლო ძალისხმევისათის.

ევროკომისიამ რუსეთს დაჟინებით მოუწოდა შესწყვიტოს სამხედრო ოპერაციები საქართველოში და მოლაპარაკებას დაუბრუნდეს. თბილისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა დ საერთიდ დასავლეთს მოუწოდა დიპლომატიური არხები გამოიყენონ რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მან დასავლეთს მოუწოდა მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით გააკეთოს არჩევანი შექმნილ სიტუაციაში და საქართველო ჰუმანიტარული და დიპლომატიური შემწეობით უზრუნველყოს. საქართველომ აგრთვე ჩინეთსაც მიმართა შექმნილ მდგომარეობაში დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართოს.


XS
SM
MD
LG