ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია


საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ რომ რუსეთის მოთხოვნის თანახმად საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია.

საქართველოს უშიშროების საჭოს თავჯდომარემ ალეხანდრე ლომაიამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ ამჟამად ქართული სამხედრო ძალები სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდნენ. რუსეთმა მოითხოვა რომ მოლაპარაკების დაწყების წინაპირობა გამხდარიყო ეგრედწოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს ჯარების გაყვანა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ახლა რუსეთმა უნდა გადაამოწმოს საქართველოს მხარის განცხადება ჯარის გაყვანის თაობაზე. გავრცელებული ცნობების თანახმად რუსული სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს უხდენენ ბლოკირებას რათა საქართველოს წყლით ვერ მიაწოდონ შეიარაღება. გაეროს უშიშროების საბჭო უკვე მეოთხედ იკრიბება დღეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობის განსახილველად.

XS
SM
MD
LG