ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მავრიტანიაში დემოკრატია უნდა აღდგეს


აფრიკული ქვეყნების კავშირი აცხადებს მან დროებით შეუჩერა მავრიტანიას ამ ორგანიზაციის წევრობა სანამ იქ არ აღდგება დემოკრატია.

ამის თაობაზე დღეს განცხადება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკეთა რომელმაც დაჰგმო მავრიტანიაში განხორციელებული სამხედრო გადატრიალება რასაც მოჰყვა დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობა.

როიტერსი ციტირებას უხდენს გადატრიალების ლიდერს მოჰამედ ულდ აბდელ აზიზს რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა რომ კვლავაც დაკავებული იქნება მავრიტანიის პრეზიდენტი სიდი ულდ ჩეიხ აბდალა.

ახალ არჩევნებამდე საპრეზიდენტო მოვალეობებს შეასრულებს სამხედრო ხუნტა რომელშიც 11 პირი შევა.

დანიშნული იქნება ახალი მთავრობა და გამოსცმენ საკონტიტუციო დეკრეტს რომლითაც მოხდება უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ოფიციალურად დამტკიცება. აშშ-მა, ევროკავშირმა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ დაჰგმეს მავრიტანიაში განხორციელებული სამხედრო გადატრიალება.

XS
SM
MD
LG