ჩინეთში ოლიმპიური თამაშების დროს მკვლელობას ჰქონდა ადგილი. ვინაობა დაუდგენელმა ჩინეთის მოქალაქემ დანით მოჰკლა ამერიკული ოლიმპიური გუნდის მწვრთნელის ნათესავი და დასჭრა მეორე ტურისტი, ხოლო ამის შემდეგ თავი მოიკლა.
პრეზიდენტმა ბუშმა რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ესწრება განაცხადა რომ შეშფოთებულია მომხდარით. ინციდენტს ადგილი ჰქონდა მიუხედავად იმისა რომ ჩინეთის მთავრობა ას ათასზე მეტი პოლიციელისა და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება მოახდინა ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების მიზნით.
ამ ფონზე ჩინეთში ადამიანის უფლებების ქომაგთა ჯგუფი აცხადებს რომ პატიმრობაში მყოფი სხვა რიგ მოაზროვნის ჰუჯიას მეუღლე და ბავშვი უგზოუკვლოდ გაქრენ და გამორიცხული არ არის ისინიც დაკავებული ჰყავდეთ პოლიციაში. ტიბეტელთა უფლებების დაცვის ჯგუფი ამტკიცებს რომ მისი ხუთი წევრი სამი ამერიკელი, ერთი გერმანელი და ერთი კანადელი მოქალაქე რომლებმაც დღეს საპროტესტო აქცია გამართეს ტიანანმენის მოედანზე დააკავეს.