ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა უნდა იქნას დაცული


მე ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში შექმნილი მდგომარეობით. აშშ-ი ძალზე სერიოზულად აღიქვამს ამ საკითხს.

განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. მისივე თქმით განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ის რომ რუსეთი ძალას მიმართავს არა მარტო სამხრეთ ოსეთში არამედ საქართველოს ტერიტორიის სხვა კუთხეებშიც.

ეს სისხლისღვრა რეგიონში მშვიდობას უქმნის საფრთხეს, მშვიდობიანი მოსახლეობა ყველაზე დიდ ზარალს განიცდის ამ სიტუაციაში. ცდ

როგორც პრეზიდეტნმა აღნიშნა მხარეებმა უნდა შეწყვიტონ დაპირისპირება და შუამავლების მეშვეობით უნდა დაიწყონ მოლაპარაკება:

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მისი ტერიტორიული ხელშეუვალობა უნდა იქნას დაცული. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე რომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს სისხლისღვრა.ცდ

თეთრი სახლის ოფიციალური პირების თანახმად პრეზიდეტნმა ბუშმა ეს პოზიციაკიდევ ერთხელ წარმოაჩინა მის საუბრებში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. აშშ-მა ევროკავშირმა, და ეუთომ უკვე გამოაცხადეს რომ ისინი საკუთარ დელეგაციებს აგზავნიან საქართველოში რათა ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ..

დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო ისევ იხილავს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. 24 საათის განმავლობაში ეს უკვე მეორე სესიაა.

უშიშროების საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე რომ აუცილებელია საქართველოში დაპირისპირების სასწრაფოდ შეწყვეტა. მაგრამ როდესაც საქმე მიდგა განცხადების ტექსტის შედგენაზე აქ თავი იჩინა განსაზღვრულმა აზრთა სხვაობამ უშიშროების საბჭოს წევრთა შორის. ზოგი დიპლომატის თქმით მდგომარეობა ყოველ წუთს იცვლება რაც ართულებს მთელს პროცესს. გაეროში საქართველოს დესპანმა ირაკლი ალასანიამ შემდეგი განცხადება გააკეთა უშიშროების საბჭოში

ამ წუთს როდესაც ჩვენ აქ ვატარებთ სხდომას რუსული სამხედრო ავიაცია ფოთს ბომბავს, ისევე როგორც სენაკის აეროდრომს რომელიც არაერთხელ იყო დღეს დაბომბილი, ჩვენ იმასაც მოველით რომ განსაზღვრულმა პროვოკაციამ აფხაზეთშიც იჩინოს თავი, ზემო აფხაზეთში კოდორის რეგიონში დაბომბვას ააქვს ადგილი. ცდ

აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში ზალმე ხალილზადმა ისევ გაიმეორა ვაშინგტონის მოწოდება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტაზე და რუსეთის ჯარის საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანაზე:

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე საავიაციო და სარაკეტო დარტყმები, დაიცვას საქართველოს ტერიტორიული ხელშეუვალობა და გაიყვანოს მისი ყველა ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიიდან.


XS
SM
MD
LG