ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოსა და ავღანეთის ძალებმა ათობით თალიბი მეამბოხე გაანადგურეს


ავღანეთის ცენტრალურ ნაწილზე კონტროლის დასამყარებლად გამართული შეიარაღებული დაპირისპირებისას, ნატოსა და ავღანეთის ძალებმა ათობით თალიბი მეამბოხე გაანადგურეს.

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დღევანდელი საჰაერო დარტყმებისას აჟრისტანის რაიონის ღაზნის პროვინციაში, 40 მეამბოხე დაიღუპა.

მებრძოლებმა ეს რაიონი ორშაბათს იგდეს ხელთ, ოპერაციისას, რომელიც შორეულ რაიონებში ტარდებოდა. ოფიციალური ცნობებით, საჰაერო დარტყმები შეადგენს სამდღიანი ოპერაციის ნაწილს, რომელიც მოთარეშეთა განდევნისკენ არის მიმართული.

ოფიციალური მონაცემებით, ასევე ცნობილია, რომ ჰელმანდის პროვინციის სამხრეთში პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმის შემდეგ დაიღუპნენ თალიბი მეამბოხეები.

ამ დღეებში ქალაქ ჰერათს არაოფიციალური ვიზიტით სტუმრობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანც ვალტერ შტაინმაიერი.

შტაინმაიერი სავარაუდოდ ოფიციალურად გადააბარებს ჰერათის წყლით მომარაგების ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ავღანელ ოფიციალურ პირებს.

გერმანია, როგორც ცნობილია, 2010 წლამდე სხვადასხვა სარეკონსტრუქციო პროექტებისთვის ავღანეღში 1 მთელ შვიდ მეათედ მილიარდ დოლარს გაიღებს.


XS
SM
MD
LG