ავღანელმა მოთარეშეებმა ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანული ძალების პატრულზე განახორციელეს თავდასხმა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამისნიტროს ოფიციალური განცხადების თანახმად მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად თავდასხმიდან მოკლე ხანში ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი გარდაიცვალა. არიან დაჭრილები. ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ ჰელმანდის პროვინციაში ბრიტანეთის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 მოთარეშე დაიღუპა.
განცხადების თანახმად ჰელმანდის პროვინციაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების თალიბთა წინამძღოლი პაკისტანის ხელისუფლებას ჩაბარდა. ფარას პროვინციაში კოალიციურმა და ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივ ოპერაციაში 25 მოთარეშე მოჰკლეს.