ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას


აშშ-ს მიაჩნია რომ კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას. ამის თაბოაზე განცხადება გააკეთა ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დენიელ ფრიდმა.

როგორც მან თქვა კოსოვო იმსახურებს იმ წინსვლისათვის რომელსაც მან მიაღწია მას შემდეგ რაც თებერვალში სერბეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ფრიდის თქმით კოსოვოში პოლიტკურ არეულობას ხელს უწყობენ სერბი ექტრემისტები. ამ კონტექსტში ფრიდმა ისიც აღნიშნა რომ კოსოვოს პრობლემის ერთერთი მთავარი წყარო მისი ეკონომიკის სისუსტეა. ფრიდმა ხაზგასმით აღნიშნა რომ კოსოვოს სტაბილობას საფრთხე შეუქმნა რუსეთის უარმა სცნოს კოსვოს დამოუკიდებლობა.

როგორც ფრიდი ამტკიცებს აშშ-ი კოსოვოსადმი 400 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს, რის შესახებაც ოფიციალურად იქნება გამოცხადებული კოსოვოს დონორ სახელმწიფოთა კონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG