ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან: პრეზ. სააკაშვილი ევროპას აფრთხილებს!


საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში აწარმოებს აცხადებს, რომ რუსეთის ინტერვენცია აფხაზეთში არის ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის დასაწყისი, რომლის მიზანია საფრთხე შეუქმნას პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას.

"საქართველო მხოლოდ დასაწყისია, ხვალ იქნება უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი... სასწორზე დევს მტელი ევროპის უსაფრთხოება" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. საგანგებო კონფერენცია გაიმართა დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, დაკავშირებით სოჭის ოლიმპიადასთან და იმ საფრთხესთან, რომელიც სოჭის ოლიმპიადის გამო აფხაზეთის ინფრასტრუქტურას, ეკოლოგიას ემუქრება. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, თამაზ ხუბუას თქმით " 2-3 წელიწადში თუ რუსეთი არავინ შეაჩერა, მთლიანად მოისპობა სანაპირო ზოლი, და ამ ზოლზე მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელ ადგილებს მთლიანად წაიღებს ზღვა... ეს არის რუსეთი მორიგი ვერაგული ეკოლოგიური დივერსია...".

თბილისში დღეს დღის თემა გახდა გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებული წერილი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. "კომერსანტის" ვერსიის თანახმად თბილისმა მოსკოვს ახალი გარიგება შესთავაზა, რომელიც აფხაზეთის დაყოფას ითვალისწინებს. გეგმის თანახმად გალის და ოჩამჩირის რაიონები საქართველოს დაუბრუნდება, დანარჩენი რეგიონები რუსეთს დარჩება.. თამაზ ხუბუამ ამ ინფორმაციის სისწორეში ეჭვი შეიტანა , თუმცა მისივე თქმით, თუ ასეთ გარიგებას მართლაც აქვს ადგილი, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ასეთ კონცეფციას არასდროს შეურიგდება.

XS
SM
MD
LG