ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა კუბას სანქციები მოუხსნა


კუბაში პოლიტიკური რეფორმების წახალისების მიზნით, ევროპოის ქვეყნები დიპლომატიურ სანქციებს უხსნიან ჰავანას. სანქციები 2003 წელს დაწესდა პოლიტიკური დისიდენტების დაპატიმრებისადმი პროტესტის ნიშნად--აქედან ბევრი დღემდე ციხეში რჩება. სანქციების თანახმად, იკრძალებოდა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მგზავრობა კუბაში. ამას გარდა, სანქციები გულისხმობდა კუბელი დისიდენტების მოწვევას წევრი ქვეყნების დამოუკიდებლბის დღის აღსანიშნავად გამართულ ოფიციალურ ცერემონიებში. თუმცა აკრძალვა 2005 წლამდე არ დაწესებულა ევროკავშირის ქვეყნებსა და კუბას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე, ისე როგორც ეს აშშ-მ გააკეთა. იმავდროულად, ევროკავშირმა კუბის მთავრობასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების შეთავაზება გააკეთა, რისთვისაც ევროპამ კუბას მოთხოვნები დაუწესა ადამიანის უფლებების სფეროში.

ევროკავშირმა თავისი უკანასკნელი გადაწყვეტილებით, ხაზი გაუსვა კუბის მიერ პოლიტიკური პატიმრების უპირობო განთავისუფლების მნიშვნელობას და კუბელების მიერ ინტერნეტის მოხმარებისა და სხვა უფლებების უზრუნველყოფას.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ სანქციების მოხსნა კონკრეტულ პროგრესს მოითხოვდა რეფორმების დარგში და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათი ხელახალი გატარება მომხდარიყო.

ამერიკის მთავრობა მიესლმება ევროკავშირის მიერ კუბის მთავრობასთან დიალოგის მცდელობასა და კონკრეტული მოთხოვნების დაწესებას.

მნიშვნელოვანია, რომ კუბის მთავრობამ შეცვალოს თუ როგორ ეპყრობა თავის მოქალაქეებს. ევროკაშირის ქვეყნებს და აშშ-ს შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ სხვადასხვა საკითხში, მაგრამ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს რაც შეეხება აქ ისინი ურთიერთს ეთანხმებიან.

კუბაში ჭეშმარიტი რეფორმები მაშინ გატარდება, როცა ოფიციალური ჰავანა პოლიტიკურ პატიმრებს გაანთავისუფლებს, ეკონომიკურ აქტივობას შეზღუდვებს მოუხსნის და არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩაატარებს. ევროკავშირის გადაწყვეტილებას სწორედ ეს პრინციპები უდევს საფუძვლად.

XS
SM
MD
LG