ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება სადრის რეგიონში


ამერიკელი სამხედროების განცხადებით ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა ბაღდადის სადრის რაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამ ტერაქტს კიდევ ორი ამერიკელი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. ერაყის პოლიციის ინფორმაციით დაღუპულთა შორის ორი ერაყელიც არის. 7 ადამიანი დაიჭრა.

გუშინ ერაყში ბაღდადის სამხრეთში კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა პარტიზანებთან შეტაკების დროს.

მიუხედავად ამისა პენტაგონი ამტკიცებს რომ უკანასკნელ ხანს საგრძნობლად შემცირდა ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმები ერაყში.

XS
SM
MD
LG