ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლო მოეღოს სექსუალური ძალადობის ფაქტებს


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიპლომატებმა დაგმეს მშვიდობიანი პირების წინააღმდეგ განხორიცელებული სექსუალური ძალადობის ფაქტები და მსოფლიოს მთავრობებს მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდეს ქალებისა და ბავშვების დასაცავად.

გუშინ გამართულ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი თავმჯდომარეობდა.

შეხვედრის დასრულებისას, დიპლომატებმა ერთხმად მიიღებს რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ავალდებულებს მშვიდობინი მოქალაქებიის წინააღმდეგ სექსულარი ძალადობის შესაწყვეტად მიიღონ ზომები.

რეზოლუცია ასევე თხოვს გაეროს გამოიძიოს და სპეციალური ანგარიში შეადგინოს ამგვარი ფაქტების გამოძიების მიზნით.

ქალბატონმა რაისმა დადებითად შეაფასა რეზოლუცია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სექსუალური ძალადობა ქალების არამხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილობას უთხრის ძირს.


XS
SM
MD
LG