ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა საგარეო პოლიტის მკვეთრად შეცვლას გეგმავს


სენატორი ბარაკ ობამა შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკური კურსის შემუშავების პირობას იძლევა. პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, იგი ერაყიდან ამერიკული ჯარის გამოყვანას და გუანტანამოს საპყრობილის დახურვას გეგმავს.

“მე ფუნდამენტალური ცვლილებების მომხრე ვარ. დრო დადგა, რომ ჩვენ მსოფლიოს დავანახოდ, რომ მზად ვართ წინამძროლობისთვის. ჩვენ სამაგალითოდ და ნამდვილი ლიდერივით უნდა ვმოქმედებდეთ”. განაცხადა სენატორმა.

ექსპერტების აზრით, ობამა დემოკრატი პრეზიდენტების, პირველ რიგში ჰარი ტრუმენისა და ჯონ კენედის პოლიტიკას გააგრძელებს. იგი ამერიკული ფასეულობების რეკლამირების საუკეთესო გზად, უცხოეთის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობას ხედავს.

“ობამა ვუდრო უილსონის იმ შეხედულებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ერთი და იგივე საშიშროებები ემუქრება, იქნება ეს გლობალური დათბობა თუ ეკონომიკური არასტაბილურობა. აქედან გამომდინარე ყველამ ერთად უნდა იღვაწოს ამ საერთო პრობლემების მოსაგვარებლად. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უშიშროების რეალურ გარანტიას მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით თუ მოვიპოვებთ”. ამბობს შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელი პიტერ ბეინარტი.

პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემთხვევაში ობამა ერეაყიდან ჯარის დაუყონებლივ გამოყვანის პირობას იძლევა. იგი ყოველთვიურად ორი ბრიგადის გამოყვანას და ამ პროცესის დასრულებას წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში გეგმავს.

ობამა ირანის საკითხსაც ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით უდგება. იგი თეირანთან პირდაპირი, წინაპირობების დაცვის გარეშე მოლაპარაკებების ჩატარების მომხრეა. თუმცა ებრაული ლობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატთა კანდიდატმა პრეზიდენტ ბუშის მსგავსად მკაცრ გეზის გამტარებელივით ისაუბრა:

“მე ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღის მოპოვება ვერ შესძლოს, ვიმეორებ, ჩემს ხელთ არსებულ ყველა გზას გამოვიყენებ”. ობამას ამ განცხადებას ებრაელთა ლობი ოვაციით შეხვდა.

ბარაკ ობამა ამ შემთხვევაში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატისა და პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მისი მოქოშპის სენატორ ჯონ მაკკეინის კრიტიკას გამოეპასუხა. მაკკეინი საგარეო პოლიტიკის სფეროში ობამას გულუბრყვილო და გამოუცდელ პოლიტიკოსად მიიჩნევს:

“ამერიკელებმა კარგად უნდა შეაფასონ იმ კანდიდატის საღი განსჯის უნარი, რომელიც მსოფლიოს ტირანებთან წინაპირობის დადების გარეშე აპირებს მოლაპარაკებების გამართვას”. აღნიშნა ბატონმა მაკკეინმა.

ობამა თავს იცავს და აცხადებს, რომ წარსულში ამერიკის პრეზიდენტები ხშირად დგავდნენ მსგავს ნაბიჯებს. იგი აღნიშნავს, რომ მაგალითად რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი რამდენჯერმე შეხვდა საბჭოთა კავშირის ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს.

თუმცა “ჰერიტაჯის ფონდში” მოღვაწე პოლიტოლოგი ჰილი დეილი აცხადებს, რომ ობამას გამოცდილება არ აქვს:

“ობამა ჯერ ახალბედა სენატორია. მას ერთი ვადაც კი არ დაუსრულებია. მას საგარეო პოლიტიკის სფეროში ბევრი არაფერი გაუკეთებია. ობამას გამოსვლები ცხადყოფს, რომ სენატორს მკაფიოდ არ ესმის ის თუ როგორ წარიმართება საერთაშორისო პოლიტიკა”. აღნიშნავს ექსპერტი.

ობამა ამტკიცებს, რომ მისი შერეული წარმოშობა, ის რომ მამამისი აფრიკელია და ის, რომ ბავშვობა მას ინდონეზიაში აქვს გატარებული, უნიკალურ პერსპექტივებს უსახავს საგარეო პოლიტიკის სფეროში.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტებს ტრადიციულად ევროპასტან კონტაქტები ახასიათებდათ და ობამას ინდონეზიაში გატარებულ ბავშვობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კურსის მკვეთრი შეცვლა შეიძლება მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG