პრეზიდენტი ბუში მიესალმა ბრიტანეთის წინადადებას ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესახებ. ლონდონმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის თაობაზე.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გორდონ ბრაუნის განცხადებით:" თუ ირანი გააგრძელებს გაეროს რეზოლუციების იგნორირებას ჩვენ იძულებული გავხდებით გავამკაცროთ სანქციები მის წინააღმდეგ. ბრიტანეთი მთელ ევროპას აიყოლიებს ამ საქმეში."
გორდონ ბრაუნის და ჯორჯ ბუშის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ დამატებითი ძალების გაგზავნის აუცილებლობაზეც ილაპარაკა.