რუსეთის პრემიერ მინისტრის მოადგილემ სერგეი ივანოვმა სევასტოპოლის დაარსებიდან 225 წლისთავისადმი მიძღვნილი ვიზიტისას განაცხდა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, მაშინ უკრაინელებს რუსეთში უვიზოდ შესვლის პრივილეგია მოეხსნებათ.
ივანოვმა აღნიშნა, რომ ნატოში გაწევრიანებით, უკრაინაში დაწესდება სავალდებულო სავიზო პროგრამა, რომელიც რუსი ტურისტების მოგზაურობას შეამცირებს უკრაინაში.
ალიანსში წევრობა ასევე გამოიწვევს უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო სამრწველო სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის შეწყვეტას.