ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერთიანებული ოპოზიცია ქმნის წინააღმდეგობის მოძრაობას


დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბოლო ვერდიქტი გამოიტანა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ეროვნულმა საბჭომ სადეპუტატო მანდატებზე საბოლოოდ თქვა უარი და მთელ ქართველ ხალხს თავისუფალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს : - 21 მაისს საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპებს.

მედიასაშუალებებში არ იყო დაცული ბალანსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის, გაძლიერდა პოლიტიკური ტერორი, ხელოვნურად გაიბერა ამომრჩეველთა სიები, დაიბეჭდა ყალბი პირადობის მოწმობები, ტოტალურად მიმდინარეობდა ადმინისტრაციული და სახელმწიფოს ფინანსური რესურსების გამოყენება, აქედან გამომდინარე საარცევნო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების შედეგები მიახლოებითაც არ ასახავს ქართველი ხალხის გამოხატულ პოლიტიკურ ნებას!”.. - ციტატის დასასრული ოპოზიციილ ლიდერთა განცხადებიდან. ამ ლიდერებს გამოაკლდა გიორგი თარგამაძის გარდა ჯონდი ბაღათურია, და პაატა დავითაია პარტიით ”ჩვენ თვითონ”.. ჯონდი ბაღათურიას თქმით, მისი მოლოდინი არ გამართლდა პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდა. - მთავარი მიზანი, მარტო დაგვეტოვებინა საკანონმდებლო ორგანოში ნაციონალური მოძრაობა, ვერ განხორციელდა. ახლა კი, როცა პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტების, რესპუბლიკელების და ”საქართველოს გზის” წარმომადგენლები შედიან, სადეპუტატო მანდატზე უარის თქმა უპერსპექტივოდ მიმაჩნია - აცხადბს ექს-ოპოზიციონერი ჯ.ბაღათურია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების ხათუნა გოგორიშვილის და პავლე კუბლაშვილის თქმით, ამ ორმა კომიტეტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებზე მუშაობა, რათა პარლამენტში შემავალი ოპოზიის მოთხოვნები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს...

XS
SM
MD
LG