აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული დაძაბულობის განმუხტვას დიპლომატიური გზებით ცდილობენ.
პრეზიდენტი ბუში აცხადებს რომ ოფიციალური ვაშინგტონი პრობლემის მშვიდობიანი გზებით გადაჭრის შესაძლებლობას უჭერს მხარს, თუმცა მან იქვე დასძინა რომ უკიდურეს შემთხვევაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს.
ყველა შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ. მე პირველ რიგში პრობლემის ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით დიპლომატიური გზით გადაჭრას ვემხრობი.
გერმანია რომელიც ერთერთ მოკავშირედ მოიაზრება ასევე დიპლომატიური მოლაპარაკების მხარდამჭერია.
ბერლინის გარეუბანში პრეზიდენტ ბუშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მტკიცედ განაცხადა რომ დიპლომატიური გზებით პრობლემის ვერ მოგვარების შემთხვევაში გერმანია მზად არის ოფიციალური თეირანის წინააღმდეგ გარკვეული ნაბიჯები გადადგას.
იმ შემთხვევაში თუ ირანი არ დაემორჩილება მოთხოვნებს, ახალი სანქციების დაწესება გარდაუვალია.
ანგელა მერკელს სჯერა რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უნდა გაერთაინდეს ირანის ბირთვული ამბიციის ჩასახშობად.
უახლოეს მომავალში ევროკავშირის საგარეო უწყების შეფი ხავიერ სოლანა ირანს მიემგზავრება ეგრედწოდებული განახლებული საკომპენსაციო პაკეტით. ექპერტები აცხადებენ რომ ირანის დაუმორჩიელობლობის შემთხვევაში ხავიერ სოლანა ოფიციალურ თეირანს ახალ სანქციებს გააცნობს.