ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში ქვანახშირის საბადოზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ოცდაჩვიდმეტი მაღაროელი დაკარგულად ითვლება.


უკრაინიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს დილით, დონეცკის რეგიონში ქვანახშირის საბადოზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ოცდაჩვიდმეტი მაღაროელი დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ აფეთქება მაღაროში ძალზე დიდ სიღრმეზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის მოძველებულ მაღაროებში უბედური შემთხვევები ძალზე ხშირად ხდება.

XS
SM
MD
LG