დღეს ვაშინგტონში აშშ-ის კანონმდებლები, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატი ბარაკ ობამა, ისრაელის მხარდამჭერ ლობისტებს ხვდებიან.
დემოკრატმა სენატორმა ჰარი რაიდმა ამერიკის ისრაელის საზოგადოებრივი საქმიანობის კომიტეტს განუცხადა რომ ამერიკის მიერ გატარებული პოლტიკა ისრაელის მიმართ მხარდაჭერას ცხადყოფს.
უმცირესობის ლიდერმა ჯონ ბოენერმა რომელიც ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების არსებობას აუცილებლად მიიჩნევს, განაცხადა რომ ისრაელსა და ამერიკას საერთო მტერი ყავს.
კომიტეტს სიტყვით მიმართავენ ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი.ჯონ მაკკეინმა ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე ისრაელის მხარდამჭერ ლობისტებს განუცხადა რომ ირანი ისრაელისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
მან კონფერენციაზე ასევე გააკრიტიკა ობამა ირანის რევოლუციური გვარდიის ტერორისტულ დაჯგუფებად არ აღიარების გამო.