ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში გრძელდება საპროტესტო აქციები საწვავზე ფასების ზრდის გამო


ევროპაში გრძელდება პროტესტები საწვავზე ფასების გაზრდის გამო. ესპანელმა მეთევზეებმა ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს რომლის დროსაც გამვლელებს 20 ტონა თევზი დაურიგეს. საპროტესტო დემონსტრაცია ესპანეთის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმდინარეობდა, რომლის დროსაც მეთევზეებმა თავიანთი ფრანგი კოლეგების მაგალითის მსაგვსად უარი თქვეს ზღვაში გასვლაზე თუ საწვავზე ფასები არ დავარდება. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლებში მეთევზეებთან ერთად სატვირთო მანქანების მძღოლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მარსელში ნავთობის ტერმინალებს ალყა შემოარტყეს. იტალიელი მეთევზეები დღეს ჩაერთნენ საპროტესტო გამოსვლებში საწვავზე გაზრდილი ფასების გამო.
XS
SM
MD
LG