ჯანმრთელობის დაცვისა და ტრეინინგის პროგრამა რომელიც განვითარებად ქვეყნებს ეხმარება, სახელწოდებით პროექტი “იმედი” წელს 50ე წლისთავს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ლიბერიასა და განაში ამერიკის საზღვაო ფლოტის სპეციალური მისია გაიგზავნება. დღესდღეობით, ექიმები, მედდები და ტექნიკური პერსონალი სხვადასხვა საერთაშორისო პროექტის საშუალებით ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევიან მთელს ქვეყანაში. პროექტ “იმედის” მისია განაპირობა მეორე მსოფლიო ომში, ექიმ უილიამ უელშის შეშფოთებამ წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში არსებული სიტუაციით. ომის შემდეგ იგი აშშ პრეზიდენტის დვაით აიზენჰაუერის ექიმი გახდა და სწორედ ამ დროს შეეცადა იგი მოეგვარებინა ის პრობლემები, რომლებიც ომის დროს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში არსებობდა ამ ქვეყნებში. პრეზიდენტმა აიზენჰაუერმა სამხედრო გემზე არსებული ჰოსპიტალი მიაქირავა ექიმს. გემის ბორტზე მსახურობდნენ სხვადასხვა მოხალისეები და გაწვრთნილი სამედიცინო პერსონალი. გემმა ამის შემდეგ 11 ქვეყანაში იმოგზაუროა და სამედიცინო მომსახურება გაუწია ინდოენეზიის, ვიეტნამის, პერუს და იამაიკის მოსახლეობას. გემი ჩამოწერეს 1974 წელს და ამის შემდეგ პროექტმა 30 ქვეყანაში ჩამოაყალიბა ჯანდაცვისა და სამედიცინო უზრუნველყოფის ცენტრები. პროექტი ამერიკულ საზღვაო ფლოტთან მუშაობს და 2004 წელს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ცუნამის მსხვერპლთა დახმარება. ამის შემდეგ იყო სამედიცინო მისიები სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში. პროექტი “იმედ” აგრძელებს სამედიცინო მოსახურებისა და ტრეინინგის უზრუნველყოფას. პროქტის პროგრამები საზოგადოებრივი დიპლომატიის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.