გაერო აცხადებს, რომ ბალკანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რეგიონია. გუშინ გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან მებრძოლი უწყების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბალკანეთში სერიოზული დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში.
უწყების წარმომადგენელმა ანტონიო მარია კოსტამ განმარტა, რომ ის ძალადობა, რომელიც ბალკანეთში გასულ ათწლეულში აღინიშნებოდა პოლიტიკური არასტაბილურობით იყო გამოწვეული.